ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმადაც ჩოხატაურის ექვსმილიონიანი ბიუჯეტიდან ოთხი მილიონი ხელფასებზე იხარჯება სიცრუე უწოდა და მელია კანონის უცოდინარობასა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
კუჭავას განცხადებას და დაკონრეტებას, რომ “შრომის ანაზღაურებაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 588 000 ლარი” დაიხარჯება, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ბესო ქათამაძემ უპასუხა:
“კალკულატორი მოიმარჯვე ბატონო მერო, წარსულში ნაციონალების საარჩევნო შტაბის უფროსო. ეხლა კი, როგორც ჩოხატაურელები წყაროზე ამბობენ, ტენდერებიდან თანხების კარგად მიმთვისებელო.
ჩოხატაურის მერია-საკრებულოში დასაქმებულთა სახელფასო ხარჯი 1 575 000 ლარი; მერია-საკრებულოს მომსახურება 842 000 ლარი; აიპებში დასაქმებულთა სახელფასო ხარჯი _ 1 500 000ლარზე მეტი”, _ წერს ქათამაძე, რომლისთვისაც პასუხიც გაცემას კუჭავა არ აპირებს:
_ სიცრუეში არაერთხელ მხილებული ადამიანების გამონათქვამებზე კომენტარს არ ვაკეთებ, _ აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.
ამავე თემაზე იხილეთ: ჩოხატაურის მერი ნიკა მელიას: “ამიტომაც გყავს ერთი დეპუტატი საკრებულოში”