ჭარბწონიანმა ქალმა შეყვარებული ჩხუბის დროს მუცლით გაგუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო The Dailymail ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ის შეყვარებულს ჯერ დანით დაესხა თავს, შემდეგ მაგიდის ფეხი ჩაარტყა და ბოლოს მკერდზე დააჯდა.
როგორც მკვლელობაში დამნაშავე ამბობს, შემთხვევის დროს ნასვამი იყო და კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა პენსილვანიაში მარტში მოხდა. მას 18-დან 36 წლამდე პატიმრობა ემუქრება.