სსიპ იურიდიული დახმარების ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და საჯარო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.
იურისტმა ია მემარნიშვილმა დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას თუ რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა, როგორ აისახება ოჯახში ძალადობის ფორმები. ვინ არის მოძალადე და მსხვერპლი. როგორ უნდა მოხდეს ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და რა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები არსებობს ქალთა მიმართ, ასევე ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისაგან თავის დასაცავად. ია მემარნიშვილმა ისაუბრა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შიდა სამართლებრივ აქტებზე, რომლებიც გამოიყენება ამ დანააულთა წინააღმდეგ .
აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში დამსწრე საზოგადოებაც. იმსჯელეს სკოლაში არსებული ბულინგის შემთხვევებზე.