ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს დიდი მონდომება არ სჭირდებათ იმისათვის, რომ იდეალური პარტნიორები იყვნენ საწინააღმდეგო სქესისთვის. მათი სრულყოფილების არსი – მათსავე ბუნებაშია.
ისინი საოცრად გულუხვები არიან და დაუფიქრებლად უწვდიან დახმარების ხელს გარშემო მყოფებს.
ისინი იშვიათად კარგავენ თავმოყვარეობას და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგანან – ეს თვისებები ქალწულებს ლიდერებად ხდის.
ისინი ყოველთვის ზედმიწევნით კარგად ასრულებენ საქმეს და არ უყვართ რაიმესადმი ზედაპირული მიდგომა. მათ არასოდეს გამორჩებათ მხედველობიდან არანაირი წვრილმანი. ქალწულს ყოველთვის ყველაფერი ახსოვს. მას იდეალური მეხსიერება აქვს.
ისინი ღელავენ მეგობრების გამო. მათ საუკეთესო მეგობრები ჰყავთ.
ქალწულებს შეუძლიათ ერთმანეთისგან განასხვავონ მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო. უცნობია, როგორ გამოსდით ეს, მაგრამ მათ ყოველთვის ზუსტად იციან, რაზე უნდა მოიკრიბონ ძალები, ხოლო რა „გაატარონ“.
ისინი დამოუკიდებლები არიან და არ დაუშვებენ, რომ ვინმე ეუფროსოს.
ქალწულები ძალიან საიმედონი არიან და ყოველთვის შეგიძლიათ, დაეყრდნოთ და ენდოთ მათ. განსაკუთრებით, ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში.
ქალწულები საოცრად გულისხმიერები არიან, ამიტომაც არა მხოლოდ ჰპირდებიან დახმარებას, არამედ ნამდვილად ეხმარებიან!
მიუხედავად იმისა, რომ მათაც აქვთ დიადი მიზნები, ქალწულები მარტივად ცხოვრობენ და თითოეული დღით ტკბებიან.
ნუთუ ეს მიზეზები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იამაყოთ ქალწულებით? ასტროლოგები თვლიან, რომ ქალწულის ნიშნის ქვეშ იდეალური ადამიანები იბადებიან.