ტაილანდი და კამბოჯა დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, _ განაცხადეს BBC-ის ინფორმაციით, ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემენ, რითაც თითქმის სამკვირიანი ინტენსიური შეტაკებები შეწყდება, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, ასობით ჯარისკაცი დაიღუპა და თითქმის ერთი მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდა.
ზავი შაბათს, ადგილობრივი დროით შუადღისას (05:00 GMT) შევიდა ძალაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ 72 საათის შემდეგ, ტაილანდის მიერ ივლისიდან დაკავებული 18 კამბოჯელი ჯარისკაცი გათავისუფლდება.
გარღვევა ორ ქვეყანას შორის რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოხდა, ჩინეთისა და აშშ-ს დიპლომატიური წახალისებით.































































