კანადამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკას“ გამოყენება შეაჩერა 55 წლამდე ასაკის ადამიანებსა და ახალგაზრდებში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კანადის იმუნიზაციის მრჩეველთა კომიტეტი აცხადებს, რომ ვაქცინით აცრა რეკომენდებული ახალგაზრდებისთვის არ იქნება იქამდე, ვიდრე არ გამოიძიებენ ვაქცინის გაკეთების შემდეგ თრომბის გამომწვევ შემთხვევებს.
CNN-ის უწყებით, კომენტარისთვის ვაქცინის მწარმოებელ კომპანიასთან დაკავშირება ვერ შეძლეს, ევროპის სამედიცინო სააგენტო კი ამბობს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბები.