ახალ ზელანდიაში რეკრეაციული მიზნით კანაფის გამოყენება შესაძლოა დაკანონდეს.
BBC-ის ინფორმაციით, რეკრეაციული მიზნით კანაფის მოხმარების ლეგალიზაციის შესახებ რეფერენდუმი 2020 წელს ჩატარდება.
როგორც ცნობილია, კანაფი ახალ ზელანდიაში ხშირად გამოყენებადი უკანონო ნარკოტიკია.
21 წლამდე ასაკის პირების 80%-ს კანაფი ქვეყანაში ერთხელ მაინც აქვს მოწეული, ხოლო 10% ინტენსიურად მოიხმარს.
ლეგალიზაციის სასარგებლოდ ხმის მიცემის შემთხვევაში ახალი ზელანდია აზიის წყნარი ოკეანის ქვეყნებში პირველი ქვეყანა გახდება, სადაც რეკრეაციული მიზნით მოხმარება დაშვებული იქნება.