https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას”

12:12; 18.12.2018
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი და-ძმის _ კახა და ელენე მახარაძეების ცხოვრებისა და შრომისმოყვარეობის ამბავს, ვინც შორიდან გაიგებს თუ ახლოს დაინახავს, ორივე შემთხვევაში აუცილებლად გაიფიქრებს, ცოტა ზებუნებრივი ძალის მქონე ადამიანებთან ხომ არ აქვთ საქმე.

ერთი შეხედვით, მათი საოჯახო შრომა მოხუცის დედის მოვლა და მრავალმხრივი სამეურნეო საქმიანობაა, რასაც სხვებიც აკეთებენ. თუმცა, როცა უსმენ მორიგ ეპიზოდს, როგორ უვლის 35 სულ პირუტყვს ორი ადამიანი, მერე მთაში დაკარგული ერთ-ერთი “ლამაზას” ძებნაში თავზე ათენდებათ და საქონლის ნაცვლად დათვს გადაეყრებიან, თან ასეთი არაერთი შემთხვევა ახსოვთ, ბუნებრივია, ფიქრობ, რომ გმირობა, სიმამაცე და გამბედაობა მხოლოდ ომში თოფის სროლა არ არის…

და-ძმა მახარაძეების უსაზღვრო შრომისმოყვარეობასა და უდიდეს ადამიანურ ბუნებაზე, მოყვასისთვის თავდადებაზე სოფელსა და რაიონში ბევრმა იცის. სამეგობროშიც ხშირად ამბობენ, ბარი უკეთ უნდა იცნობდეს მთასა და საყვარელ საქმეზე შეყვარებულ და-ძმასო.

თუმცა, თავად მახარაძეები მიიჩნევენ, რომ ყველა ადამიანი ასეთი უნდა იყოს და განსაკუთრებული არაფრით არიან.

სოფელ მთისპირში, მთის წვერზე მცხოვრებ კახა მახარაძეს ადამიანებთან ურთიერთობისას უყვარს ფეხის წვერებზე სიარული: ოღონდაც ვინმეს გვერდით დაუდგეს, დაეხმაროს, ზრდილობასა და მეგობრობაში არ შეეშალოს… თორემ მთაში დაქრის ფეხით, ტრაქტორით თუ მანქანით; პირადად იცის მთისპირის ტერიტორიის საზღვრები და თითოეული ბუჩქისა და ხის ძირი. ბრალი მისი, ვინც თუნდაც ერთი ძირის უკანონოდ მოჭრას გარისკავს.

მახარაძეების ოჯახში სტუმრობა ლაღი იუმორით იწყება: _ უახლოესი მეზობლები არ გვყავს, სოფელში ოჯახები ერთმანეთისგან მოშორებით დგას. აი, დათვი კი გვსტუმრობს ხოლმე, სკამზე კი არ ჩამოგიჯდება მეზობელივით, მაგრამ წილში კი გვიჯდება _ რაც კვახები გვქონდა, ჯერ უბურთავია, ზოგიც დაუჩეჩქვავს, ზოგი კიდევ აქვე ჩამომდინარ ბახვისწყალში გადაუყრია, _ ხუმრობენ ისინი და დათუნია დრუნჩას მაინც სიყვარულით მოიხსენიებენ.

ელენე მახარაძე ძირითადად ძროხების მოწველით, რძის ნაწარმის დამზადებით და ამ ყველაფერთან თანმხლები სხვა საოჯახო საქმეებითაა დაკავებული. კახა კი უფრო “საგარეო საქმეებს” აგვარებს, თუმცა, უამრავ ბოჩოლას მზრუნველ ხელს არასდროს აკლებს და დღეისთვის ზამთრის შესახვედრად ემზადება. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პირუტყვის მოვლას და ზამთარში მის გამოსაკვებად საკუთარი ნაცადი ერთი მეთოდიც აქვს _ ზამთრისთვის სხვადასხვა ყანებიდან აღებულ ჩალის ღეროებს ასაწყობებს, მერე ელექტროხერხით სწრაფად ჭრის და მარილმოპნეულს პირუტყვი მადიანად შეექცევა. მიაჩნია, რომ ჭკვიანი მეურნე სწორედ უამრავ საყანე ფართობებში დატოვებულ ჩალის ღეროებს არ იზარალებს და საუკეთესო საკვებ საშუალებად აქცევს.

_ თუ ვინმე ამ მეთოდით დაინტერესდება და ჩალის ღეროებს ნოემბრის შუა რიცხვების შემდეგ მოჭრის, როცა უკვე გამხმარია, ეს იქნება საუკეთესო დამხმარე საშუალება პირუტყვის გამოსაკვებად. არ მინდა ისე გაიგონ, რომ მხოლოდ ჩალის ღეროები ეყოფა პირუტყვს ზამთრის მანძილზე, _ გვეუბნება კახა მახარაძე და იხსენებს შორეულ ბავშვობას, თუ როგორ შეიყვარა იმთავითვე, მესაქონლეობის მიმდევარ ოჯახში გაზრდილმა პატარა ბიჭმა პირუტყვი, მისანი წიქარა და მასზე მზრუნველობა არა უბრალო, არამედ საკრალურ საქმედ აქცია.

_ ექვსი წლის ვიყავი, როცა შინიდან გავიპარე ძროხების მოსაძებნად. ვიპოვე და მოვდენე კიდეც, თუმცა, მშობლები კი შევაშინე… იმდენად მიყვარს ეს საქმე, მოგვიანებით მამა მეუბნებოდა კიდეც, იცოდე, აქ არ ჩარჩე, პირად ცხოვრებასაც მიხედე, თორემ ამ ყველაფერს გაგიყიდიო… _ სევდაც ახლავს ბატონ კახას საუბარს.

მამის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მიეჯაჭვა მთას. უხარია, როცა ბარიდან მეგობრები ამოვლენ და სტუმარ-მასპინძლობაში ცნობილს, ერთი სული აქვს მომდევნო სტუმრიანობამდეც. სწორედ მისი მეგობრების წინადადებას გავყევით მთისკენ: ეს კაცი ბარს და მთელ საქართველოს უფრო უკეთ თქვენ შეგიძლიათ, გააცნოთო…

კახა მახარაძის შემოქმედებითი უნარები მრავლის მომცველია. საკუთარი ხელითა და გემოვნებით აკეთებს რემონტს საკუთარ სახლში. ერთი სურვილი აქვს _ მამაპაპისეული იერი შეუნარჩუნოს ოდას და კარმიდამოს.

ელენე მახარაძე ოჯახის დიასახლისობას და უმცროს ძმაზე ზრუნვას აწ გარდაცვლილი მამის ხსოვნის წინაშე ვალდებულებად მიიჩნევს.

_ ჩემი მისახედი რა სჭირს, მარა ძალიან ბევრი საქმე აქვს. ახლა მინდა, ოჯახი შექმნას და მე, როგორც უფროსმა დამ, დავეხმარო შვილების გაზრდასა და ზოგადად ოჯახის კიდევ უფრო გაძლიერებაში. მეტი ნატვრა არაფერი მაქვს, _ გვეუბნება ქალბატონი ელენე და საკუთარი ცხოვრებიდან იხსენებს ერთ ნიშანდობლივ ეპიზოდს, როცა ზოოტექნიკოსის პროფესია, მისივე თქმით, ყველაზე ძალიან ჟურნალისტმა შეაყვარა, მიუხედავად იმისა, რომ წინაპირობა ჯერ ოჯახმა, მერე კი ინსტიტუტმა შეუქმნა.

_ 1985 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ლიხაურის მეცხოველეობის ფერმაში გამანაწილეს. უგულოდ საქმე არასდროს მიკეთებია, მაგრამ ახალმისული ვიყავი და თავის გამოჩენის სურვილი და ამბიცია ნამდვილად მქონდა. მალე მოვიდა წარმატებაც _ რაიონში პირველ ადგილზე გამომაცხადეს, როგორც მოწინავე ზოოტექნიკოსი და ბულგარეთის საგზურიც მივიღე. ყოველივე ეს მაშინ გაშუქდა ჟურნალში: “საქართველოს სოფლის მეურნეობა”. ჟურნალისტი ისე აღწერდა ჩემს განწყობას პირუტყვისადმი, მეგონა ჩემს გულში იჯდა. მას შემდეგ საკუთარი პროფესია უფრო შემიყვარდა და ადამიანი_ ჟურნალისტი მაინც მუდამ სიმპატიას და სიყვარულს იწვევს ჩემში, _ გვიამბობს ქალბატონი ელენე.

მესაქონლეობა დიდწილად განსაზღვრავს მახარაძეების საოჯახო მეურნეობას, მხოლოდ ამით არ შემოისაზღვრებიან და მათ ხეხილოვანთა ბაღიც აქვთ. განსაკუთრებით უხვად აქვთ თხილის პლანტაცია, რის მოვლა-დაგეგმარებას კახა მახარაძე ახლებურად გეგმავს. ამბობს, რომ თხილის გულის სიდამპლემ სერიოზულად შეუტია გურიაში გლეხკაცის მარჩენალ კულტურას და თუ არა ახლებური მიდგომა, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, თხილიც ისევე დაგვემშვიდობებაო, როგორც ჩაი.

კითხვაზე, რა არის და-ძმის საქმიანობის უახლოესი მომავლის გეგმები, მხოლოდ ქალბატონი ელენე გვპასუხობს: შრომა და ისევ შრომა, ცოტა ბიზნესის კუთხით გაფართოებას ვგეგმავთ, ყველაზე ძალიან კი უმცროსი ძმის დაოჯახებას ვნატრობო.

საუცხოო დიასახლისობით ცნობილი ელენე მახარაძე გეგმავს, ყველის ფესტივალზე მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება კახას, პირად გეგმებზე საუბარი მაინც და მაინც არ უყვარს, ძალზე სიტყვაძუნწია საკუთარ თავზე საუბრისას. შემოქმედებითი უნარ-ჩვევების მქონეს, საკუთარ სახლში საკუთარი ხელით დაწყებული რემონტი ამხელს მხოლოდ, განსაკუთრებული გემოვნებით რომ დაუგეგმავს კუთხე-კუნჭული. ველის არწივის ფიტულიც თავად გაუკეთებია და თვალსაჩინო ადგილზე დგას.

ძნელია, ამ მოახლოებულ ზამთრისპირს, მთაში უამრავ პირუტყვთან და სხვა საქმესთან შებმული და-ძმის თავგანწირულ შრომას მხოლოდ რომანტიკული თვალით შეხედო. არადა, უსაზღვრო პოზიტივი, უშურველი ღიმილი და ულევი სითბოს გამოხატულება ნებისმიერ ადამიანთან შეხვედრისას, რასაც ელენე და კახა მახარაძეები ამჟღავნებენ, გარწმუნებს, რომ სწორედ ამ თვისებებით ძლევენ მთის მკაცრი პირობებით განსაზღვრულ გარემოში არსებულ ულევ წინააღმდეგობას.

ბარაქიან საქმეს და ულევ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი დროის მთიელებს, და-ძმა მახარაძეებს!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ყველა სიახლე

საზოგადოება

ასპირინის ფასიც განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ“ _ რატომ ბრაზობენ გურულები

11:45; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026
საზოგადოება

პენიტენციური სამსახური თამაზ ელიზბარაშვილის შიმშილობისა და პატიმრობის პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს

9:37; 10.09.2026
სამართალი

აზერბაიჯანში საბაგიროზე მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

9:28; 10.09.2026
სამართალი

ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

9:20; 10.09.2026
მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო