“ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში, ოპოზიციამ ვინც არ უნდა დააყენოს მმართველ გუნდს ალტერნატივა არ აქვს და ამაზე მისივე თქმით, “რეიტინგები მეტყველებს”.
“კანდიდატების დაყენებას ვერ ახერხებენ და რითაც შეიძლება გაამართლონ _ საერთო კანდიდატებზე ვთანხმდებით, ჯერ კონსულტაციები მიდის, რა დროს კონსულტაციებია დამთავრდა არჩევნები, მოვიდა კარს მოგვადგა და ვერც ერთ რაიონში ჯერ კანდიდატი ვერ დაასახელეს”, _ ამბობს მდინარაძე.