75 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, 1992 წელს დაბადებული ლუკა ჩიხლაძე სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
ლუკა ჩიხლაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ლუკა ჩიხლაძისათვის პატიმრობა სახელმწიფო ბრალდებამ მოითხოვა, პროკურორის, ინა გუგუშვილის განცხადებით, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობდა. დაცვის მხარემ გირაო მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.
“ნასამართლევია, პირობითი მსჯავრი აქვს და არსებობს მიმალვის საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ მას წინა მსჯავრის მოხდაც ემუქრება. მტკიცებულებების განადგურებას რაც შეეხება, ჩანაწერში ნათლად ისმის, რომ მას აქვს მისწრაფება ცხედრის განადგურების, ამიტომ მისი თავისუფლებაზე დატოვება საფრთხეს შეუქმნის მტკიცებულებებს”, – განაცხადა პროკურორმა.