ოზურგეთში „ინოვაციების და ცვლილების ინსტიტუტის“ ოფისში მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევის ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მამუკა ანდღულაძემ მედია ორგანიზაციებისა და საზოგადოების დაინტერესებული წევრებისთვის საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შესახებ შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მედიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემებზე დისკუსიას და გადაჭრის გზების ძიებას ისახავდა მიზნად.
მამუკა ანდღულაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ღია მონაცემთა წყაროების გამოყენებით საჯარო ინფორმაციაზე წვდომის თაობაზეც.
„მედიის თავისუფლების ხელშეწყობა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით, “ – ეს პროექტი ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესებას, როგორც მედიის წარმომადგენლებისთვის, ასევე ნებისმიერი საქართველოს მოქალაქესთვის. კანონი არის საჯარო და ღია, აქედან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციაზე წვდომა არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას,“ – აღნიშნა მამუკა ანდღულაძემ.
მისივე თქმით, 2024 წლის შემოდგომაზე მოხდება კვლევის პრეზენტაცია და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი თუ რა მდგომარეობა არის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე საქართველოს მასშტაბით.
ავტორი