პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში ე.წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს.
სიახლე სანქციების მნიშვნელოვნად გამკაცრებას გულისხმობს და ე.წ- ქურდულ სამყაროსთან კავშირი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება.
„ზუსტდება შემადგენლობა, იხვეწება დეფინიცია და არის მიდგომები, რომ იყოს უფრო ეფექტური და გამართული სამართლებრივად, მეორე მოსმენით უკვე კომიტეტმა დაუჭირა მხარი და სესიაზე იქნება განსახილველად“,- აცხადებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
ცვლილებები ზოგადად მისაღებია ოპოზიციისთვის, თუმცა აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაში მას რეალური შედეგი არ მოჰყვება, რადგან მათი მტკიცებით, ხელისუფლებას ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან ბრძოლა არ სურს.