მრავალმხრივ ნიჭიერი და ხელოვნების განსაკუთრებით მოტრფიალე ქალბატონი, ლალი თავართქილაძე, იუმორის ნიჭითაც განსხვავებული და გამორჩეულია.
გურულის ხუმრობაში ფილოსოფიური სიბრძნეც არისო – გვეუბნება და მხოლოდ თვალებით იცინის, როგორც ჩვევია, თან გაკვირდება, რამდენად დაგარწმუნა იმ ხუმრობანარევ სიმართლეში, რაც თვითონ გულწრფელად სჯერა:
„მიუხედავად ჩემი დიდი კანონმორჩილებისა მაინც მიჩნდება ერთი, ვფიქრობ, ლოგიკური კითხვა.
რატომ უნდა ჰქონდეს დეპუტატს იმუნიტეტი, რა, განსაკუთრებული ადამიანია?
ჩვენ არ ვართ ადამიანები?… იმუნიტეტი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი. სხვა ყველაფერი კი, ადამიანების მოგონილი მგონია.
იმის არ იყოს…კიდე… სულ მიკვირდა და მიკვირს, ვინ მოიგონა ეს სიტყვათა წყობა:
„კრიმინალური პოლიცია“
და
„კანონიერი ქურდები“…არადა, დააკვირდი, ადამიანო, სულ პირიქითაა, „კრიმინალური ქურდები“ და კანონიერი პოლიცია“.
ვტყუი, ვითამ?
სად არის ლოგიკა, სად?!..“