ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ამბობს, რომ კანონპროექტმა “უცხოური აგენტების” შესახებ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე მის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ მსგავსმა კანონმა შეიძლება, პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რაც საქართველოს მოსახლეობამ ასე მკაფიოდ გამოხატა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
განცხადებები, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს”, აშკარად სიცრუეა. ჩვენს მიერ წაკითხულ კანონპროექტს, როგორც ჩანს, საფუძვლად უდევს არა ამერიკული, არამედ რუსული და უნგრული კანონმდებლობა”, – აცხადებს პრაისი.