დღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო. რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი’- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარული სდომის დასრულების შემდეგ, სადაც დეპუტატებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭი უნდა ეყარათ.
მისი თქმით, კოლეგებს შეხვდებიან და შეეცდებიან, დაარწმუნონ გადაწყვეტილების სისწორეში.
„დღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო. რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვექნება შეკრების საშუალება და იმედია, რომ მეტი დრო გვექნება განხილვისთვის. დღეს 10 საათზე შევიკრიბეთ და 11-მდე უნდა დაგვესრულებინა გასაგები მიზეზის გამო. იმედი გვაქვს, რომ დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბეთ და უფრო მეტი დრო გვექნება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები ამ გადაწყვეტილების სისწორეში. ხვალ შევიკრიბებით დილიდან და შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, მიიღება ის გადაწყვეტილება. დღეს, პრაქტიკულად, განხილვაში რასაც ჰქვია, ვერც შევედით. გვქონდა სულ ერთი საათი დრო,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.