მმართველი გუნდის წევრი ალექსანდრე ქანთარია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას აფასებს პოლიტსაბჭოდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. როგორც ქანთარიამ ,,გურია ნიუსთან“ აღნიშნა, გარკვეული რესურსი გააჩნდა იმისთვის, რომ პოლიტსაბჭოში დარჩენილიყო.
,,ვთვლიდი, რომ მქონდა რესურსი, თუკი ჩაითვლებოდა საჭიროდ, დავრჩენილიყავი პოლიტსაბჭოში. რადგან ასე გადაწყდა და საჭიროდ ჩაითვალა ეს ხალხი, მივესალმები და წარმატებებს ვუსურვებ მათ. თუ რა ფუნქცია ექნება პოლიტსაბჭოს, ამას ვნახავთ ერთი თვის განმავლობაში, ამის შემდეგ ცხადი გახდება ყველაფერი. როცა მომავალი თავმჯდომარე ჩაიხედავს დეტალებში ყველაფერი უფრო ნათელი იქნება“, _ გვითხრა ქანთარიაა
დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლიტსაბჭოს რაოდენობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდა.































































