https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“კაპიტალურად გაკეთებული გზა სიცოცხლისთვის საშიში გახდა”

6:04; 29.04.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მელექედური, ქალაქიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და იქ ხუთასამდე კომლი ცხოვრობს.

როგორც დანარჩენ სოფლებში, მელექედურშიც არსებობს პრობლემები _ მოსახლეობის წარმომადგენლები, ძირითადად, სხვადასხვა ეკონომიკურ გასაჭირზე, უმუშევრობაზე, სოფელში სასმელი წყლის არტქონის პრობლემაზე საუბრობენ.

_ დიდხანს არ გვქონდა ბუნებრივი აირი, აქციებიც ეწყობოდა და როგორც იქნა, დასრულდა გაზიფიკაცია _ ყველაზე ძალიან ეს გვიხარია. წყალი ეზოებში გვაქვს, ძირითადად, ჭის წყლით ვსარგებლობთ. ხშირად მიგვაქვს შესამოწმებლად _ დღეს ყველაფერი საშიშია.

უმუშევრობამ გაწყვიტა ხალხი წელში. კომუნისტების დროს, 200 ჰექტარი ჩაი ჰქონდა მელექედურს. ვის უჭირდა? არსებობდა წყალგაყვანილობის სისტემა. სათავე ნაგებობა ნასაკირალში იყო და წყლის უკმარისობა კი არა, ტყუილად მიჩხრიალებდა, _ გვეუბნება მელექედურის სოფლის ცენტრში, ე. წ. “ბირჟაზე” მყოფი ადგილობრივი მკვიდრი, ლადო ხინთიბიძე.

_ თუ მიჩხრიალებდა, იმიტომ წავიდა საქმე “კარგად”. მასე იფანტებოდა ყველაფერი, _ ნახევრად ხუმრობით შეეპასუხა მას თანასოფლელი, რომელმაც თავი “ბირჟის მოამბედ” გაგვაცნო და ვინაობა არ გაგვიმხილა:

_ რად გინდა ვინაობა?! ამ პანდემიამ ისე დაგვაშორა ხალხი ერთმანეთს, აღარაა საჭირო გვარი და სახელი. აიფარე პირბადე და დეიხურე ქუდი. მთავარია, თვალები გიჩანდეს, რომ ფეხი არ წამოკრა რამეს, _ გააგრძელა მან ხუმრობა.

ლადო ხინთიბიძემ აქცენტი სოფლის ცენტრში უფუნქციოდ დარჩენილ ძველ შენობებზე გააკეთა.

_ აქ სიცოცხლე დუღდა და ახლა რომ შეხედავ, შეგეშინდება _ ყრუ კედლები სამარეს მაგონებს, _ თქვა მან.

ადგილობრივთა საგაზაფხულო საზრუნავი, როგორც თავად გვეუბნებიან, საყანე ფართობების დახვნა და დათესვაა, რომელიც მელექედურის საზღვრებში არ არის. როგორც გვეუბნებიან, საყანე ფართობები ნასაკირალში აქვთ და ეჭვობენ, პანდემიის პირობებში, მოახერხონ დამუშავება.

_ რაღაც უნდა ვიღონოთ, თუმცა, ბევრი ვერ შეძლებს დათესვას. უჭირს ხალხს, ძალიან უჭირს. თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ. ახლა არ უშვებენ და უარესი მდგომარეობაა. თუ მთავრობა დაეხმარება ხალხს და რაიმე პროგრამა იმუშავებს, შეიძლება, მოახერხონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეჭვობ, მეოთხედმა მაინც შეძლოს ყანების დათესვა, _ გააგრძელა საუბარი ბატონმა ლადომ.

მელექედურის მკვიდრი, ციალა მხეცაძე საკუთარ არა ერთ გასაჭირზე გვიამბობს. თუმცა, ყველაზე ძალიან წუხს სახლის სიახლოვეს არსებულ დატბორილ ფართობზე. წყალი, რომელიც ადრე არსებული წისქვილის ასამოძრავებლად იყო გამოყვანილი, ახლა მის სახლს და კარმიდამოს დატბორვის საფრთხეს უქმნის:

_ ადრე, კომუნისტების დროს, იქეთ წისქვილი იყო. მერეც მუშაობდა. ერთ დღესაც დაიშალა თუ დაშალეს. ამ წყალმა ხან იქით იდინა, ხან _ აქეთ, მერე დაგუბდა. დვაბზუდან მომდინარე ღელეა. წვიმების დროს იმხელა ხდება, სულ საფრთხის წინაშე ვართ. სახლთან, მოპირდაპირე მხარეს, ასიოდე მეტრის მანძილზეა. როგორმე, ეს თუ არ მოწესრიგდა და არხი არ გაიჭრა, ცუდად წავა ჩვენი საქმე, _ გვითხრა მან.

_ გასაჭირზე გადამეტებული ლაპარაკი არ მიყვარს. ცოცხალ კაცს ხან უჭირს, ხან _ ულხინს. ძალიან გაგვიხარდა, რომ გაზის გამოყვანა დასრულდა. ცენტრალური გზა გაკეთებულია, თუმცა, სოფელია ისეთი განლაგების, ბევრი შიდა უბანია და ჯერ კიდევ ბევრი გზაა გასაკეთებელი. ზოგან სულ ვერ ახვალ კარგ ამინდშიც, ისეთი დაზიანებული აღმართებია. უწყლობის პრობლემაც იმ მხრივ არის, რომ აღარ გვაქვს ცენტრალური სისტემა, სადაც წყალი სათავე ნაგებობიდან მოედინებოდა. თუმცა, გვპირდებიან და ვფიქრობ, გაკეთდება, _ გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნაზი ლომინაძემ.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მელექედურში მცხოვრები ახალგაზრდები, ახალგაზრდულ პრობლემებსა თუ პროგრამებზე მეტად, სოფელში გზის მოწესრიგებას და ადგილზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას მიიჩნევენ უპირველეს საქმედ.

როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, სოფელში, ცენტრალური გზის მონაკვეთებზე, ძალიან ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.

_ კაპიტალურად გაკეთებული გზა, სიცოცხლისთვის საშიში გახდა. ჩვენ ისეთ პრობლემებზე შეგვიძლია საუბარი, როგორიც ჩვენი ასაკის ადამიანებს აწუხებთ. თუმცა, ახლა სხვა პრობლემის შესახებ გეტყვით. დიდი ხანი არ რის, რაც მელექედურში (რა თქმა უნდა ცენტრალურ ადგილზე, თორემ უბნებში უამრავი გზაა გასაკეთებელი) კაპიტალური გზა გაკეთდა. საქმე იმაშია, რომ გზას, სოფლის რელიეფის გამო, ბევრგან აქვს აღმართ-დაღმართი და მიხვეულ-მოხვეული მონაკვეთები. ისე დაქრიან მანქანები, არავინ ერთმანეთს არ ერიდება. ძალიან ბევრჯერ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. კიდევ კარგი, მსხვერპლი არც ერთს არ მოყოლია. ამას წინათ, მაღალი სიჩქარით მომავალი კი არა, “მომფრინავი მანქანა”, ადგილობრივ მკვიდრს, გია ჩიგოგიძეს დაეჯახა. დაჩეჩქვილი იყო საწყალი კაცი. საავადმყოფოში გადაიყვანეს და ძლივს გადარჩა. ბევრნაირი მოტეხილობა ჰქონდა, _ გვითხრა მარიამ დოლიძემ.

უფრო უარეს ფაქტზე გვესაუბრა მერვეკლასელი იური ორმოცაძე:

_ მარტო ჩემს სახლთან სამჯერ მოხდა ავარია. ისეთი მოსახვევია, სარკე თუ არ დაიდგა ან რაღაც გამოსავალი არ მოიძებნა, ტრაგედია დატრიალდება _ ამ მოასფალტებულ გზაზე უაზროდ დაქრიან, ერთმანეთს ვერ ხედავენ საპირისპირო მხარეს მოძრავი მანქანები. უნდა გატარდეს ამ საფრთხის თავიდან ასაშორებელი ღონისძიება.

_ ხელოვნური იქნება თუ სხვა რამ, რაც სიჩქარის შემზღუდველ ბარიერად დაფიქსირდება, ჩვენთვის სულერთია. ახალგაზრდებს სიცოცხლე გვინდა. მხოლოდ სკოლასთან არის ერთი ბარიერი და ერთიც _ მაღაზიასთან. პასუხისმგებლობა ისეც უნდა გააჩნდეს ადამიანს, მძღოლს, რომ სოფლის გზაზე ასე არ იაროს. დადიან ბავშვები, მოხუცები, ახალგაზრდები… ყველამ, ფეხით თუ მანქანით მოსიარულემ მშვიდად, ნელა უნდა იმოძრაოს, _ კვლავ აგრძელებს ჩვენთან საუბარს მარიამ დოლიძე და ამ პრობლემას დაუყოვნებლივ მოსაგვარებლად მიიჩნევს.

“გურია ნიუსი” ესაუბრა ლევან კილაძეს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია მელექედურიდან და სოფლის პრობლემების ირგვლივაც საქმის კურსშია. მან დაგვიდასტურა, რომ სოფელში უწყლობა პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით, ორ უბანში, სადაც მალე დაიწყება ჭაბურღილების დადგმა.

_ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში აწუხებს მოსახლეობას უწყლობა. მდინარის სანაპიროსთან ახლოს მდებარე ოჯახებშიც კი, სადაც ჭები აქვთ, მაინც წყლის სიმცირეა. რაც შეეხება ქალბატონ ნანული მხეცაძის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მდებარე დატბორილ ფართობს, ესეც სინამდვილეს შეეფერება. თუმცა, ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება. მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, მალე გამოიყოფა ტრაქტორი და შესაბამისი ბრიგადა, რომელიც ამ სამუშაოს შეასრულებს და გაიჭრება კალაპოტი ისე, რომ წყალი გაატაროს და ოჯახს საფრთხე არ შეექმნას.

რაც შეეხება ახალგაზრდების მოთხოვნას, უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხელოვნური ბარიერების მოწყობის თაობაზე, კილაძე ამბობს, რომ გზაზე მოძრაობის უსაფრთხოება თითოეული მძღოლის პროფესიონალიზმსა და თვითშეგნებაზეა დამოკიდებული.

_ ზოგადად, სამანქანე, კაპიტალურად გამართულ გზაზე მოძრაობა დამოკიდებულია მძღოლის პროფესიონალიზმზე, თითოეული მოქალაქის თვითშეგნებაზე. ფიზიკურად არ მოხერხდება და არც რომელიმე საგზაო წესი თუ კანონი ითვალისწინებს იმას, რომ სოფლის გზებზე, მოსახვევებში დაიდგას სარკეები ან დამცავი ჯებირები. სადაც საჭიროა, იქ არის გაკეთებული. მთავარი ისაა, ერთმანეთს მოერიდონ, როგორც ფეხით, ისე მანქანით მოსიარულეები და ჰქონდეთ მაღალი თვითშეგნება. მართლაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ, სამწუხარო ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი, სამწუხაროდ. თუმცა, ვიმეორებ, აქ მთავარია თვითშეგნება. ისე კი, ჩვენ მზად ვართ, ახალგაზრდებთან როგორც ამ, ისე სხვა საჭირბოროტო საკითხებზე, პრობლემებზე სასაუბროდ, _ გვითხრა ლევან კილაძემ.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოზურგეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 1 086 000 ლარია გამოყოფილი

14:18; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“საქართველოს რკინიგზა” თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

14:08; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ავტომობილი მეორე მანქანას განზრახ შეეჯახა”

13:59; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“კლავდა და თვითნებურად მოწყობილ ობიექტში წვავდა გოჭებს”

11:52; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:20; 26 იანვარი, 2026

"ბევრი უცხო თვალი ხედავს აქაურობას და სირცხვილია ამდენი ორმო-ტალახი!"

ვიშუამდგომლებთ, რომ დღევანდელი პროცესი გადაიდოს _ ნიკა მელიას ადვოკატი

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

14:54; 27.01.2026
ფინანსები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

14:24; 27.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 1 086 000 ლარია გამოყოფილი

14:18; 27.01.2026
სამართალი

რატომ დააკავეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

14:14; 27.01.2026
საზოგადოება

“საქართველოს რკინიგზა” თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

14:08; 27.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე” რეგისტრაცია გრძელდება

14:03; 27.01.2026
საზოგადოება

“სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ავტომობილი მეორე მანქანას განზრახ შეეჯახა”

13:59; 27.01.2026
ფინანსები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

13:31; 27.01.2026
საზოგადოება

“კლავდა და თვითნებურად მოწყობილ ობიექტში წვავდა გოჭებს”

11:52; 27.01.2026
სამართალი

შსს: ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გავაძევეთ

11:14; 27.01.2026
ზაფრანი

ვინ არ მოგატყუებს არასოდეს

10:35; 27.01.2026
ზაფრანი

რომელია თქვენთვის იდეალური ქვეყანა საცხოვრებლად

10:31; 27.01.2026
სამართალი

პოლიციამ სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

10:26; 27.01.2026
სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ძალადობის ფაქტებზე თურქეთის 3 მოქალაქე დააკავა

10:23; 27.01.2026
ზაფრანი

ვინ ხშირად ხვდება ხელმძღვანელ თანამდებობაზე

10:19; 27.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო