თეთრ სახლს თანამშრომლები ტოვებენ – აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის აპარატის და თეთრი სახლის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა სტეფანი გრიშმანმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, თეთრი სახლის თანამშრომლებმა თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც კაპიტოლიუმი დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა აიღეს, რასაც ადასტურებს თეთრი სახლის წარმომადგენელიც.
შეგახსენებთ, დღეს როდესაც კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტად ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინათ, დემონსტრანტები შეიჭრნენ, იყო სროლაც – დაჭრილი ადამიანი გარდაიცვალა.
დაპირსპირებიდან რამდენიმე საათში სპიკერმა ნენსი პელოსიმ კი თქვა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მას შემდეგ რაც შენობა გაიწმინდება არჩეული პრეზიდენტის გამარჯვებას კონგრესის წევრები მაინც გააფორმებენ .
ამ დაპირესპირების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა მიმართვა გაავრცელა, Facebook-მა მოქმედი პრეზიდენტის ვიდეო მიმართვა წაშალა Youtube-ის მსგავსად, ხოლო Twitter-მა მისი პოსტები დაბლოკა.


























































