მონადირეთა ჯგუფი “ძამა” მტაცებელ ცხოველებზე ლიცენზირებულ ნადირობას აწყობს.
ინფორმაცია ჯგუფის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
“8 ნოემბერს, ოთხშაბათს, ჩოხატაურში მონადირეთა ჯგუფი ,,ძამა” მოაწყობს ლიცენზირებულ ნადირობას მტაცებელზე (მგელი, ტურა). მსურველებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ სხვა ქალაქებიდანაც. აუცილებელი პირობა: კარაბინიანი კაძახი არ დაიშვება, მონადირეს უნდა ეცვას ადვილად გასარჩევი ფერის მოსაცმელი (ნაკიტკა). შეკრების დრო და ადგილი: დილის 7 საათი, ჩოხატაურის ცენტრი.შეკრებას უხელმძღვანელებს ლევან სიხარულიძე ტელ: 599415998. აბა, წარმატებები, ძამა”.