უხანი, საიდანაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ორ თვეზე მეტი იზოლაციის შემდეგ ნაწილობრივ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანებს შესვლის მაგრამ ქალაქიდან გასვლის უფლება არ აქვთ.
როგორც ცნობილია, ქალაქში გზა გაიხსნა შემსვლელი ტრანსპორტისთვის, მუშაობს მეტროც და მატარებლებიც.
ხელისუფლების განცხადებით, ქალაქიდან გასვლაზე შეზღუდვები 8 აპრილამდე გაგრძელდება.
უხანში კორონავირუსის 50 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. 3 000 ადამიანი კი დაიღუპა.