ქარელში, დევნილებით დასახლებულ ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაშავდა ერთი ადამიანი.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ერთი ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული და ის კლინიკაში გამოკვლევების მიზნით გადაიყვანეს.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული.