დღეს, დილიდან, ოზურგეთის თხილის მიმღებ პუნქტებთან თხილის ჩამბარებლებიც კანტიკუნტად მოძრაობდნენ და შესაბამისად, თითო ან ორი ტომარა თუ იდგა კარის მიმდებარედ.
_რას მეკითხებით ამ დილაადრიან თხილის ფასს, კარგ ხასიათზე ვიყავი, დამეთხუეთ, ჩემო ნენა. ლარნახევარი რომ ღირს, მაგას კითხვა უნდა? – სრულიად სერიოზულად გვიპასუხა ქალბატონმა, რომელიც ცირა ქილიფთარის თხილის მიმღებ ჯიხურთან იდგა.
_გაუტეხავად და ულაპარაკოდ, ერთი კილოგრამში გადაგიხდით 1,50 ლარს!.. თუ გავტეხე, იქნებ, 50 თეთრიც არ მოგიწიოთ, რა გიყოთ? რა ვქნა? დამპალია თხილი_ გვითხრა ქალბატონმა ცირამ, რომელიც თთო–ოროლა კლიენტს, მოტანილ თხილს უწონიდა.
_კარგი თხილი რა ღირს?
_ათიდან ცხრა მაინც საღი თუ იქნება, 40 თეთრს გიანგარიშებთ, ანუ 4,50 ლარი ერთი კილოგრამი, _ გვითხრეს ცხრა აპრილის ქუჩაზე. თუმცა, ასეთი თხილი არ არსებობსო, – თავადვე მოაყოლეს განმარტება.
ავტორი