ჩოხატაურელთა გუნდი “ბახმარო” რეკორდს ყოველ თამაშზე აუმჯობესებს _ დღეს, “ბახმაროელებმა” ზუგდიდის “ოდიში” დაამარცხეს და ამ სეზონის მეშვიდე მატში ისე დაასრულეს, რომ მათ კარში გოლი ჯერ ვერავინ გაიტანა.
დღევანდელი მატჩი, რომლიც ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, 2:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში გოლი გიგა კვერენჩხილაძემ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში, “ოდიშის” კარები ბუკა ცინცაძემ აიღო.
“ბახმარო” მომდევნო თამაშს, 7 მაისს, სენაკში, ეგრისთან” გამართავს.