დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მთაში თოვლი, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
„დღეს გაუარესდება ამინდი. ველოდებით შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან ჰაერის ცივი მასების გავრცელებას. საღამოდან გაუარესდება ამინდი, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. მოსალოდნელია ნალექი. მთაში თოვლის სახით. ქარიც გაძლიერდება. მაქსიმალური ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაეცემა დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოშიც აცივდება. მთაში ქარბუქია მოსალოდნელი. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 4-5 ბალიანი შტორმი. ასეთი არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება 7-8 დეკემბრის ჩათვლით“,_განაცხადა ნიორაძემ.
მისივე თქმით, თბილისში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, თუმცა ქარის სიძლიერის გამო ძლიერი ნალექი არ არის ნავარაუდევი.
„თბილისში ქარი გაძლიერდება ამ საღამოდან და დროგამოშვებით 20-22 მეტრი წამში იქროლებს. ღამით შესაძლებელია ნალექი, სავარაუდოდ უფრო წვიმის სახით. 7-8 რიცხვშიც არის ნალექი ნავარაუდევი. შესაძლებელია თოვლჭყაპიც იყოს, მაგრამ ძლიერი ქარის გამო ისეთი თოვლი, რომ დადოს არაა მოსალოდნელი. ამიტომ ძლიერ ნალექს არ ველოდებით. 8 დეკემბერსაც ასევე მოსალოდნელია ნალექი, უფრო თოვლჭყაპის სახით“,_ განაცხადა ნიორაძემ.