ქარის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, წაღვერის მთაზე ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა. ეს ტერიტორია მთის ფერდობზე, საავტომობილო გზიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარეობს.
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა რთული რელიეფური პირობების გამო, ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს.
როგორც მეხანძრე-მაშველებმა პირველ არხს განუცხადეს, კერა დაახლოებით 15 წუთის წინ გაღვივდა. ამ კერას ვერტმფენიდან რამდენჯერმე დაასხეს წყალი, თუმცა მეხანძრეების თქმით, ქარმა ვითარება კვლავ გაართულა.
1tv.ge