ცნობილმა სარაგბო გამოცემა “მიდი ოლიმპიკმა” სიმბოლური გუნდი იმ მოთამაშეებისგან შეადგინა, რომლებიც პრო დ2-ის გუნდებს მიმდინარე ზაფხულში დაემატნენ.
ქართველი გულშემატკივრებისთვის კი საინტერესო ის გახლავთ, რომ მარცხენა ბურჯის პოზიციაზე “ბორჯღალოსანი” კარლენ ასიეშვილი ფიგურირებს, რომელიც “რუანში” “ბრივიდან” გადავიდა, სადაც 2013-2020 წლებში თამაშობდა.
“რუანმა” ძალიან გამოცდილი ბურჯი დაიმატა, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე 150 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული. მან გასული სეზონის ჩათვლით “ბრივს” დიდი სამსახური გაუწია. ეს ტრანსფერი ჩანს, როგორც უსაფრთხო ფსონი”, – წერს გამოცემა 33 წლის ასიეშვილზე, რომელსაც საქართველოს ნაკრების კვართით 34-ჯერ უთამაშია და 8 ლელოს გატანა მოახერხა.
პრო დ2-ის 2020/2021 წლების სეზონის ახალწვეულების საუკეთესო გუნდი ასეთია:
15. ნიკ აბენდანონი (“ვანი”)
14. ჰენრი სპეიტი (“ბიარიცი”)
13. ფრანცის საილი (“ბიარიცი”)
12. ხერონიმო დე ლა ფუენტე (“პერპინიანი”)
11. ალექსის პალისონი (“კოლომიე”)
10. ბენ ვოლავილა (“პერპინიანი”)
9. ლუდოვიკ რადოსავლიევიჩი (“პროვანს რაგბი”)
8. კარლ ფერნსი (“რუანი”)
7. დენ ბეიკერი (“მონ-დე-მარსანი”)
6. რობინ კოპელენდი (“ანგულემი”)
5. პიტერ-იან ვან ლილი (“ვალანსი”)
4. დარენ ოში (“ვანი”)
3. სიუა ჰალანუკონუკა (“პერპინიანი”)
2. ჯოდი იენეკერი (“ვალანსი”)
1. კარლენ ასიეშვილი (“რუანი”)
წყარო: myrugby.goal.ge