„ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლის მოთხოვნა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გათვალისწინებული არ არის. საზოგადოება მმართველ პარტიას სთხოვდა, რომ სისტემა იმ ოდიოზური მოსამართლეებისგან გათავისუფლებულიყო, რომელთაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან მოყოლებული სახელი აქვთ გატეხილი. ჩანს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მაჯისცემა არ ესმის და მათ დაკვეთას არ ითვალისწინებს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პროფესორმა ლადო პაპავამ.
მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოსალოდნელია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩდნენ პარტიები, რომლებიც საზოგადოების ნდობას მოიპოვებენ.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოსალოდნელია ისეთი პარტიების გამოჩენა, რომელთაც პერსპექტივა ექნებათ, თუნდაც დაფინანსების არარსებობის ან მინიმალური დაფინანსების შემთხვევაში, ამომრჩევლის ნდობა მოიპოვონ. საზოგადოებას მობეზრდა ისეთი არჩევნები, რომელიც მხოლოდ ფულზეა მორგებული. ამის მიუხედავად, როცა ამომრჩეველი სოციალურ-ეკონომიკურად გაჭირვებულია, მისი მოსყიდვა ადვილია. სამწუხაროდ, აღნიშნული საფრთხე დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის“,_ განაცხადა პაპავამ.