პორტუგალიის დედაქალაქ, ლისაბონში, მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს, ჩვენმა ნაკრებმა პირველი ოქრო მოიპოვა. 90 კილოში, ქართულ ფინალში ერთმანეთს ბექა ღვნინიაშვილი და ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ. 20 წლის, მსოფლიოს მე-4 ნომერმა, ლაშა ბექაურმა, ჯერ ვაზარი აართვა ბექას, ხოლო შემდეგ კონტრშეტევით საბოლოო გამარჯვება მოიპოვა. ძალიან საინტერესოა ამ ორი შესანიშნავი სპორცმენიდან რომელი გაემგზავრება იაპონიაში ოლიმპიადაზე.
სამწუხაროდ დამარცხდა ორივე ჩვენებური -100 კილო კატეგორიაში. ბრინჯაოსთვის იჭიდავა ილია სულამანიძემ და ფრანგ იდირთან დამარცხდა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალი ბელგიელ, ტომო ნიკიფოროვთან დათმო.
მძინე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა გურამ თუშიშვილმა და ნინდერლანდელი მეიერი უშანსოდ დაამარცხა.
ჯამში ჩვენმა ნაკრებმა 5 მედალს მოუყარა თავი. 1 ოქრო, 3 ვეცხლი და 1 ბრინჯაო.