საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 13 მარტის ბრძანების თანახმად, ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა, მაკა თაქთაქიშვილმა On.ge-ის რამდენიმე თვის წინ განუცხადა, რომ ქართული სუფრის ტრადიციისა და კულტურის არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე მიმდინარეობდა მუშაობა. იგი განმარტავდა რომ ამ ყველაფერს გადაწყვეტს ექსპერტთა საბჭო და საზოგადოება, ხოლო შემდეგ, ამ წინადადებას განიხილავს მინისტრი და სააგენტოს გენერალური დირექტორი, საბჭოს რეკომენდაციით.