საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine) ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.
ინფორმაციას ამის შესახებ სომელიეთა ასოციაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ნომინაციაში “საუკეთესო პროდიუსერი” – პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო
ნომინაციაში “საუკეთესო სცენარის ავტორი” – თამარ ბართაიამ
ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” – ნანა ჯორჯაძემ
ნომინაციაში “როლის საუკეთესო შემსრულებელი” – რევაზ ხეცურიანმა
ხოლო ნომინაციაში “საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი” პრიზი მიხეილ კვირიკაძეს ერგო.
ფილმს უკვე რამოდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული: ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა; საფრანგეთში გამართულ OENOVIDEO – ს ღვინის კინოფესტივალზე, მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი. ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ეინდჰოვების კინოფესტივალზე DOCfeed. ფილმი დაფინანსებულია “მარანი ხეცურიანი”-ის მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.