თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია გამართეს.
საპროტესტო აქცია პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად გაიმართა.
ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოში იმართება “გავრილოვის პატიმრების” მორიგი პროცესი იმართება.
„20 ივნისს დაკავებული მოქალაქეები არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილები. რეალურად ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანები არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას არ აპირებდნენ, ეს არის „ქართული იცნების“ უსუსური მცდელობა ისტორიის გადაწერის“,_ ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
20 ივნისის საქმეზე დაკავებულები უკვე 8 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
ევროპარლამენტარებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები პოლიტიკურ პატიმრებად აღიარეს და ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.