https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს (R)

10:03; 2.03.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ანექსიამდე ზუსტად 4 დღით ადრე საქართველოს ლეგიტიმურმა დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო.

კონსტიტუციის ტექსტი, რომელსაც საფუძვლად ევროპული კონსტიტუციები უდევს, 3 წლის განმავლობაში მუშავდებოდა საკონსტიტუციო კომისიის მიერ. მაშინ ნოე ჟორდანია აღნიშნავდა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებით, რესპუბლიკური მმართველობის შემოღებითა და კონსტიტუციის მიღებით „ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ ხალხი ევროპიული და დემოკრატიული“.

კონსტიტუციონალიზმი – ქართული სამართლის ახალგაზრდა დარგი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამართალს, როგორც მეცნიერებას, დიდი ისტორია აქვს, შედარებით ახალგაზრდა დარგია კონსტიტუციონალიზმი. სწორედ ამ საქმის აღორძინებას და სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესების გააქტიურებას უდგას სათავეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის სამეცნიერო ბაზაზეც უკვე წლებია, რაც აქტიური სამეცნიერო-კვლევითი პროცესები მიმდინარეობს ქართველი თუ უცხოელი მეცნიერებისა და მკვლევრების ჩართულობით.

საბჭოთა კავშირის 70-წლიანმა დიქტატურამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ქართული კონსტიტუციის ისტორია და კვლევითი პროცესები.  შესაბამისად, ამ დარგის ირგვლივ დაგროვდა პრობლემები, რომლებიც ფაქტობრივად შეუსწავლელია.

„მიუხედავად იმისა, რომ 1990-იანი წლებიდან დღემდე არაერთი მონოგრაფია თუ სამეცნიერო სტატიაა გამოქვეყნებული, ჩვენ არ გვაქვს ერთიანი ბაზა, საფუძველი ახალგაზრდა მკვლევარებისთვის; არსებული მასალები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დარგში დაგროვილი ფუნდამენტური პრობლემები სიღრმისეულად შეგვესწავლა, რომელსაც მოიცავს კონსტიტუციონალიზმი, როგორც მეცნიერება, ფილოსოფია და როგორც კულტურული მოვლენა“, _ აღნიშნავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ბექა ქანთარია.

სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად პროფესორ მინდია უგრეხელიძისა და ასოცირებული პროფესორის ბექა ქანთარიას ინიციატივით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიგეგმა და განხორციელდა მასშტაბური პროექტები.

გამოცემული არის ორი კრებული კონსტიტუციონალიზმის საკითხებთან დაკავშირებით. 2019 წელს გამოიცა ტრილოგიის პირველი ტომი, „კონსტიტუციონალიზმი – მიღწევები და გამოწვევები“. კრებული იმითაა გამორჩეული და საინტერესო, რომ პირველად ქართული სამართლის მეცნიერებაში აქ წარმოდგენილია 15 უცხოელი პროფესორის შრომები საკონსტიტუციო სამართლის აქტუალურ საკითხებზე. ქართველ ავტორებს საშუალება ეძლევათ წარმატებული ინტეგრაცია მოახდინონ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ავტორი, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი, რეგინა კინერი სიღრმისეულად მიმოიხილავს 100 წლის წინანდელ პირველ კონსტიტუციას და აღნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუციაა იმდროინდელ ევროპაში.

პროფესორი მინდია უგრეხელიძე პროექტს აფასებს, როგორც გლობალურ, ისე ლოკალური მნიშვნელობის მქონე მოვლენად. ერთი მხრივ, პრობლემატიკისა თუ თემატიკის მოცულობა და განზომილება, აგრეთვე ავტორთა ფართო შემადგენლობა, მეორე მხრივ, კი საქართველოში კონსტიტუციონალიზმისადმი მზარდი ინტერესი განაპირობებს პროექტის უაღრესად ფასდაუდებელ მნიშვნელობას ქართული კონსტიტუციონალიზმისათვის.

„დიდად მისასალმებელია, რომ ქართული მეცნიერების ამ მიღწევაში წვლილი აქვთ შეტანილი როგორც ძველი, ისე საშუალო, და რაც მთავარია, სრულიად ახალი თაობის სამართლისმცოდნეებს – როგორც თეორეტიკოსებს, ისე პრაქტიკოსებს; ასევე, როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს“, _ აღნიშნავს ბატონი მინდია უგრეხელიძე პირველი ტომის წინასიტყვაობაში.

მასშტაბურ კვლევით პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არამხოლოდ აკადემიური პერსონალი, არამედ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულები. როგორც ბექა ქანთარია აღნიშნავს, მათი შრომა განსაკუთრებით მეორე ტომზე მუშაობის დროს გამოიკვეთა.

კონსტიტუციის წინმსწრები ანარეკლი

„საკონსტიტუციო იდეები და პროცესები ქართულ პუბლიცისტიკაში – ბრძოლა კონსტიტუციური დემოკრატიისთვის 1990-1995 წლები“ – ასე ჰქვია ათასგვერდიან კრებულს, რომელიც ეხება კონსტიტუციონალიზმის საკითხებს, სადაც მთლიანად ქართული კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრობლემებზეა საუბარი.

კრებულში თავი მოიყარა ყველა იმ პუბლიცისტურმა წერილმა, ინტერვიუმ თუ სტატიამ, რომლებიც იმდროინდელ საკონსტიტუციო რეფორმას ასახავს.

„ზოგიერთი იმდროინდელი გამოცემა დაკარგულია, ზოგი – დაზიანებულია. ვფიქრობ, ამით ძალიან დიდ დახმარებას გავუწევთ მომავალი თაობის მკვლევარებს და კონსტიტუციონალისტებს, რომლებისთვისაც ამ კრებულში, ფაქტობრივად, ყველა მასალა ერთიანად იქნება წარმოდგენილი“, აღნიშნავს ბექა ქანთარია.

როგორც ბატონი მინდია უგრეხელიძე აღნიშნავს, მეორე ტომი წარმოადგენს „1995 წლის კონსტიტუციის წინსმსწრებ ანარეკლს ქართულ პუბლიცისტიკაში და არის საკონსტიტუციო საკითხების მემატიანე, რომელიც იმდროინდელი ქართველი ჟურნალისტების, კონსტიტუციონალისტების, ისტორიკოსების, პოლიტოლოგების, საზოგადო მოღვაწეებისა და საკონსტიტუციო საკითხებით დაინტერესებული ჩვეულებრივი მოხალისეების, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მიერ დაიწერა“. კრებულში ფართოდაა ასახული ასევე საკონსტიტუციო პროცესები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიასა და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მიმდინარეობდა.

როგორ აფასებდნენ პირველ ქართულ კონსტიტუციას საერთაშორისო მკვლევრები

საქართველოს პირველი კონსტიტუცია რთულ პერიოდში დაიწერა. იმდროინდელი სახელმწიფო მოღვაწეები აქტიურად ეცნობოდნენ სხვადასხვა წამყვანი ევროპული სახელმწიფოების კონსტიტუციებს; აქტიურად მიმდინარეობდა მთარგმნელობითი პროცესიც.

საბოლოო ჯამში კი, როგორც ბექა ქანთარია აღნიშნავს, ქართველმა ერმა თავად დაწერა კონსტიტუცია, რომელსაც წარმატებული ქვეყნების საკონსტიტუციო მარგალიტები დაედო საფუძვლად, ეროვნული სულისკვეთების გათვალისწინებით.

თანამედროვე მკვლევრები ერთხმად აღნიშნავენ იმ პროგრესული იდეების თაობაზე, რომლითაც გამსჭვალული იყო პირველი ქართული კონსტიტუცია

„მაგალითად, პირველ ქართულ კონსტიტუციაში მთელი ოთხი თავი ეთმობა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც უჩვეულოა მაშინდელი ევროპული კონსტიტუციებისთვის“, განმარტავს ბექა ქანთარია.

მაშინდელ საქართველოში მიიჩნევდნენ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია; რომ ხალხი არის ხელისუფლების წყარო და ამ ხელისუფლებას ის პარლამენტის საშუალებით ახორციელებს, პარლამენტის წინაშე კი მთავრობაა პასუხისმგებელი.

სწორედ პოლიტიკურად პასუხისმგებელი მთავრობა იყო ძლიერი ხელისუფლების გარანტია იმ დროინდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი

მესამე ტომი, რომლის გამოცემაც კავკასიის საერეთაშორისო უნივერსიტეტში მაისშია დაგეგმილი, კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს ეძღვნება. ტომში წარმოდგენილია 11 სახელმწიფოს 30-მდე უცხოელი პროფესორის საზეიმო წერილი, სადაც არამხოლოდ ულოცავენ უცხოელები ქართველ ერს კონსტიტუციის ასი წლის იუბილეს, არამედ აფასებენ მას და ერთხმად აღნიშნავენ, რომ პირველი ქართული კონსტიტუცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პროგრესული დოკუმენტი იმდროინდელ ევროპაში. გარდა ამისა, კრებულში მკითხველი გაეცნობა უცხოელი და ქართველი მეცნიერების სტატიებს სამართლის ფუნდამენტურ საკითხებზე.

დარწმუნებული ვართ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი,  პროფესორ  მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თაოსნობით, სხვა მეცნიერებთან და მკვლევრებთან ერთად, კიდევ უფრო დიდ როლს შეასრულებს ქართული კონსტიტუციონალიზმის სკოლის აღორძინებაში. (R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თოვის გამო

10:32; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დავით გურგენიძე – გადადგომას არ ვაპირებ

17:51; 31 იანვარი, 2026

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი: „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგია“ (R)

დაბრუნება მკითხველთან - ოზურგეთში ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026
მსოფლიო

ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

13:22; 1.02.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის ფაქტი – დაკავებულია 1 პირი

12:38; 1.02.2026
მსოფლიო

ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

12:19; 1.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თოვის გამო

10:32; 1.02.2026
სამართალი

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 3 პირი

10:28; 1.02.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

10:25; 1.02.2026
ზაფრანი

„ოხუნჯობა“

10:05; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო