ამ წუთებში, ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის წინ “რიონის მცველები” ადგიილობრივ მოსახლეობას ხვდება. როგორც საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისს დედაქალაქში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან, სადაც რეგიონებიდან მხარდამჭერებს ელოდებიან. დღევანდელი შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში მოსვლამდე “რიონის მცველები” ლანჩხუთელ და ოზურგეთელ მოსახლეობას შეხვდნენ”.