„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიას რამდენიმე წუთში წარადგენს.
“ქართული ოცნების” ლიდერები კოჯორში ამ წუთებში იკრიბებიან. წარდგენას დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძნა ივანიშვილი.
პოლიტსაბჭომ სია გუშინ დაამტკიცა, თუმცა, ჯერჯერობით, არ გაუსაჯაროვებია.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 თანაფარდობით ჩატარდება, ამომრჩეველმა 30 დეპუტატი მაჟორიტარული წესით, ხოლო 120 პროპორციული წესით უნდა აირჩიოს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.