ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის 59-ე უბანზე, ნასაკირალში, ადგილი ქონდა დარღვევებს, კომისიის წევრებზე ძალადობის ფაქტებს შედეგების შეცვლის მიზნით, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე “ქართული ოცნების“ კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღურჯუმელიძემ. მისივე თქმით, დილიდანვე დაიწერა ამავე უბანზე საჩივრები, რომლის თანახმადაც, უბანზე უცხო პირები შეიჭრნენ.
ღურჯუმელიძის განცხადებით, “ქართული ოცნება“ ამ უბნის ბათილობას ითხოვს.