“გირჩი – მეტი თავისულებას” თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. ჯაფარიძის თქმით, მას თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებას სთხოვენ. თუკი, დეკლარაციას არ შეავსებს მას 1000 ლარით დააჯარიმებენ, ხოლო, შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებას დააკისრებენ.
“ანუ, კობახიძე-თალაკვაძეებმა ჯერ გადაწყვიტეს, რომ მათი ნებაა ვიქნები თუ არა პარლამენტის წევრი და ახლა მწერენ, დეკლარაცია ჩაგვაბარე თორემ ჯერ 1,000 ლარს წაგართმევთ, მერე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო. ქართული ოცნება / Georgian Dream რამე კიდევ დამავალეთ, ნუ გერიდებათ”, – წერს ჯაფარიძე.