„ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სოციოლოგიური კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც მმართველი პარტიის დაკვეთით, ორგანიზაცია ფსიქო-პროექტის მიერ არის ჩატარებული.
როგორც ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კვლევა ჩატარდა ე.წ. ალოკაციის გზით, შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
სალომე ზურაბიშვილი -54 %
გრიგოლ ვაშაძე -18 %
დავით ბაქრაძე -16%
სხვა კანდიდატები -12 %
კვლევა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 200 რესპონდენტი.