ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გააკეთა. გიორგი ხელაშვილის თქმით, დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტების შეჯამება იქნება. გარდა აღნიშნული შეხვედრების შეჯამებისა, როგორც ხელაშვილმა განმარტა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ იმ ახალ რეალობაზე, რომელიც მომავალი კვირიდან სესიაზე უნდა იყოს პარლამენტში, სადაც იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ელოდებიან, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტის 5 პუნქტზე პასუხისმგებლობა აიღეს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიების“ ხელმოწერა.
სავარაუდოდ დღევანდელი შეხვედრა შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტებსაც შეეხება, მათ შორის ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც, როგორც ცნობილია, პარლამენტში მომდევნო კვირიდან უნდა დარეგისტრირდეს.