„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
სხდომის პარალელურად, ოფისის წინ მოძრაობა „სირცხვილია“ და ოპოზიციონერი დეპუტატები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო!“
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”