„ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველების ჯგუფებია მობილიზებული. მმართველი პარტიის ოფისში კი დილიდან იკრიბებიან „ქართული ოცნების“ წევრები.
ოფისში უკვე მივიდნენ თბილისის მერი კახი კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი. ჯერჯერობით, უცნობია, რა საკითხების განხილვაა დღეს დაგეგმილი. მმართველი პარტიის წევრებს მედიასთან კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.
17 ნოემბერს მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პარლამენტის შენობიდან „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ მსვლელობა მოაწყვეს და ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად წითელი ფერის საღებავით წარწერები „წადი“ და „შეცვალე“ გააკეთეს.