“ქართული ოცნების“ ოზურგეთის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატი დავით მდინარაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავს.
ამჯერად, დავით მდინარაძე, პარტიის ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, ქალაქ ოზურგეთში ფარნავაზ მეფის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
საარჩევნო პროგრამის წარდგენის შემდეგ, კანდიდატმა ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა.