Developed By Web Features 2024 © All rights reserved
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 11 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან, ხვალ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
„პირველ მაისს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართება. 11 მაისს კი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რიგით მეხუთე ყრილობას გამართავს“, – აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ყრილობაზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ, ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved