ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ყრილობა იმართება, რომელიც საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
ასევე პოლიტიკურმა საბჭომ დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია, რომელთა ვინაობაც დღეს გახდება ცნობილი.