„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს პარტის ლანჩხუთის ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც მთავარი სასაუბრო თემა მხარდამჭერების „ოცნებიდან“ ოპოზიციაში გადმოსვლის ტენდენცია იყო.
ბრიფინგისას უგულავას გვერდს ის ადამიანები უდგნენ, ვინაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ დატოვა და არჩევანი „ევროპულ საქართველოზე“ გაკეთა.
„ძაან მნიშვნელოვან ტენდენციას აქვს ადგილი, ის ადამიანები, ვინც აქამდე „ქართული ოცნების“ აქტივისტი, ზოგი მათგანი „ოცნების“ დამფუძნებელიც იყო და წლების მანძილზე ერთმანეთის მეტოქეები ვიყავით, დღეს ჩვენს რიგებს შემოუერთდა.
სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხრიდან აღმოჩნდა ამ და სხვა ბევრი ადამიანისთვის წითელი ხაზი, რის შემდეგაც „ოცნებაში“ ყოფნა და ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა გასაგები ენით რომ ვთქვა ტეხავს. მიხარია რომ „ოცნების“ ბევრი მხარდაჭერი ჯანსაღად აფასებს ამ პროცესს და უარს ეუბნებიან ეუბნებიან სალომე ზურაბიშვილს“-აღნიშნა უგულავამ.