ლანჩხუთის #61საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი საჩივარია შესული.
კომისიის თავმჯდომარის თამარ ბისიეშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია “დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის“ გამგეობის წევრმა გივი ცინცაძემ საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა, რომ 2017 წლის 13 სექტემბერს დღის 12 საათიდან 13 საათამდე ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში, “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წინ, “ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე დაფიქსირდა საჯარო მოხელეების მონაწილეობა. ესენი იყვნენ გამგებლის წარმომადგენელი ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო ნანაძე; ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ვასილ ბურძგლა; ა(ა)ი.პ.-ს დირექტორი ირაკლი ჩხაიძე.
ლანჩხუთის #61საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე “დამოუკიდებელ კვლევითი ცენტრის“ გამგეობის წევრს გივი ცინცაძეს 26 სექტემბერს პასუხობს, რომ აღნიშნული პირები არიან ხელშეკრულებით დასაქმებულები:
_ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის 2017 წლის 18 სექტემბრის #5379 წერილით ირკვევა, რომ აღნიშნული პირები არ არიან საჯარო მოხელეები, ასევე, ისინი იმყოფებიან კუთვნილ შვებულებაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეუწონლად მიმაჩნია ადმინისტრცაიული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, _ წერია თამარ ბისეიშვილის მიერ გივი ცინცაძისადმიმიწერილ პასუხში.