პორტუგალიაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, საქართველოს ნაკრებს ერთი ოქოროს მედალი უკვე გარანტირებული აქვს. 90 კილოში, ფინალში ერთმანეთს ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური დაეჭიდებიან. ეს დაპირისპირება იმითიც არის საინტერესო, რომ მხოლოდ ამ წონაში, ჯერ კიდევ არ გვაქვს ოლიმპიური ლიცენზია მოპოვებული და ალბათ, სწორედ ურთიერთ შეხვედრებს ექნებათ გადამწყვეტი მნიშვნელობა ოლიმპიადაზე წამსვლელი სპორცმენების გამოსავლენად.
კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვებაის შანსი აქვს ნაკრების კაპირანს, ვარლამ ლიპარტელიანს, რომელმაც რუსი ნიაზ ილიასოვი დაამარცხა და ფინალში ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს დაუპირისპირდება, რომელმაც მეტად დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე დაამარცხა კიდევ ერთი ქართველი, ილია სულამანიძე. რომელიც თავის მხრივ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ხოლო ვარლამისთვის ეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მეცხრე მედალი იქნება.
სამწუხაროდ უმედლოდ დარჩნენ ჩვენი მძიმეწონოსნები, გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი. ხოლო რაც შეეხება წინა 2 საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ყულაბაში მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა 66 კილოში.
ფინალური ბლოკი 19:00-ზე დაიწყება და მისი ხილვა მაყურებელს „პირველი არხი/ტელე სკოლას“ ეთერში შეეძლება.