ქართულის გამოცდის შედეგები უკვე გამოქვეყნდა. ჩოხატაურში ყველაზე მაღალი _ 76 ქულა მიიღო #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლიკა ძნელაძემ.
75 ქულა აქვს შუა ამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს გიორგი ზამბახიძეს. 73 ქულა_ ვანზომლეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს თორნიკე თავაძეს.
72 ქულა აქვს #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს დიმიტრი კუტუბიძეს. ამდენივე ქულა მოიპოვა სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ქავთარაძემ. 71 ქულა აქვს სამრევლო სკოლის კიდევ ერთ კურსდამთავრებულს მარიამ ნინიძეს.
70 ქულა აქვს ამავე სკოლის კურსდამთავრებულს ნინო ქურიძეს. 70 ქულა აქვს #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს ანი ხუნდაძეს.
69 ქულა აქვს პირველი სჯარო სკოლის კურსდამთავრებულს ანა სიხარულიძეს; 65 ქულა აქვს ქვენობნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს ნიკა მჟავანაძეს; 62 ქულა აქვს შუამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს თამარ სიხარულიძეს. ამდენივე ქულა მიიღო სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულმა ლოლა გოგოლაძემ.
ქართულში უმაღლესი ქულა 80 იყო.