“ქართულმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა მაია ოთინაშვილის უსწრაფესად გასათავისუფლებლად და დამნაშავეების დასასჯელად” _ განაცხადა “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ სეპარატისტების მიერ გორის რაიონიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის თაობაზე საუბრისას.
“ქართულმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა მაია ოთინაშვილის უსწრაფესად გასათავისუფლებლად და დამნაშავეების დასასჯელად ეს მოიცავს ჩვენი მთელი დიპლომატიური რესურსის ამოქმედებას, ჩვენი პარტნიორების ინფორმირებას ,ელჩების და საერთაშორისო ორგანიზების ინფორმირებას, მაგრამ მხოლოდ ინფორიმირება და გათავისუფლება არ არის საკმარისი.
აუცილებელია დასჯა მოძალადეების ,დასჯა იმ ადამიანების ვინც გაიტაცა და სავარაუდოდ შეურაცყოფა მიაყენა მაიას.
ამიტომ, აუცილებელია ამ ადამინების ჩართვა ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიაში, მათ წინააღმდეგ სანქციების მიღება და საერთაშორისო ძებნაზე დასმა.
თითოეულმა მოძალადემ, ვინც ძალადობს ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უნდა იცოდეს რომ ისინი აუცილებალდ გახდებიან სამართლბრივი და პოლიტიკური დევნის ობიექტი რათა ვერ გაბედოს მომავალში, ასეთი რამის გაკეთება, _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.