პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის საკრებულოს წევრობისთვის 25 კანდიდატი იბრძოლებს.
კერძოდ, მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება; ვაკე – გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე; საბურთალო – ავთანდილ ცინცაძე, დავით უთმელიძე და ვახტანგ შაქარიშვილი; კრწანისი – თემურ გორგაძე; ისანი – ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე და ლევან დავითაშვილი; სამგორი – გიორგი დოხტურიშვილი, გიორგი ტყემალაძე, ქეთევან მამულაშვილი და რევაზ სოხაძე; ნაძალადევი – თამარ ტალიაშვილი, დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი და ალექსანდრე ხუჯაძე; ჩუღურეთი – რიმა ბერაძე; დიდუბე – ვლადიმერ ძნელაძე და თარაშ შურღაია; გლდანი – შალვა ოგბაიძე, ოთარ გრიგოლია, გულია გოცირიძე და ქეთევან ჯოხაძე.
პარტიის თავმჯდომარემ ამომრჩევლებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის ბოტანიკურ ბაღში წარუდგინა.