“ეს უკვე აუტანელია. ან უნდა შევთანხმდეთ, ან არ უნდა შევთანხმდეთ, მაგრამ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი, ასე გაგრძელება არ შეიძლება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა.
რექვიაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დათმოს პატიმრების საკითხები, ოპოზიციამ კი არჩევნების.
„ჩვენ ნათქვამი გვაქვს არაერთხელ, რომ თუ ამ ორ საკითხზე „ვიჭედებით“ და ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, მგონი, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დათმოს პატიმრების საკითხები, რამდენადაც მტკივნეული ან არაპოპულარული უნდა იყოს ეს მათთვის. პატიმრების საკითხი „ოცნების“ დასათმობი იქნება და არჩევნების – ოპოზიციის. რა ფორმით მოხდება ეს, ამაზე საუბარი ნაადრევია, მალე მაინც გავიგებთ, რამდენიმე საათის საკითხია ეს. ეს არსი ყველაზე ადეკვატური კომპრომისი. რთულად წარმომიდგენია პირიქით იყოს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.